რაში და რამდენს ხარჯავენ არარეზიდენტი ვიზიტორები საქართველოში

2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, არარეზიდენტების ვიზიტზე საშუალო ხარჯი 5.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია საუბარი.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ჯამურად 14.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 10.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ხოლო, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა და 2 211 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2024 წელს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ გაწეულ ხარჯებს კატეგორიების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • განთავსება - 4.807 მლრდ ლარი (33.7%), საშუალო ხარკი ვიზიტზე 744.7 ლარი
  • საყიდლები - 3.436 მლრდ ლარი (24.1%), საშუალო ხარჯი ვიზიტზე 532.3 ლარი
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 1.548 მლრდ ლარი (10.8%), საშუალო ხარჯი ვიზიტზე 239.9 ლარი
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - 1.139 მლრდ ლარი (8%), საშუალო ხარჯი ვიზიტზე 176.5 ლარი

ცნობისთვის, საქსტატის მიხედვით, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.4 მილიონს მიაღწია, რაც 5.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

ამასთან, მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების მხრიდან 7.4 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს 5.1 მილიონი შეადგინა, რაც 9.0%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

ნინი ქეთელაური