სახელმწიფო უწყებებში ხელფასებზე 6 თვეში 1.6 მლრდ ლარი გაიცა - ვინ მიიღო ყველაზე მეტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2024 წლის 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში ხელფასებზე ჯამში, 1.6 მლრდ ლარი გაიცა, საიდანაც 1.3 მლრდ ლარი შტატიან, ხოლო 267.3 მლნ ლარი უშტატო თანამშომლებზე მოდის.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 6 თვეში, უწყებების შტატიან თანამშრომელთა ჯამურმა შრომის ანაზღაურებამ 1.1 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო უშტატოების 242.6 მლნ ლარი.

ამასთან, სახელმწიფო ორგანოებს შორის, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარიგებული ხელფასების ჯამური მოცულობა. აღნიშნულზე, უწყებამ 6 თვეში 39 მლნ ლარი დახარჯა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის ხელფასები გაიცა სამინისტროებში, პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში 2024 წლის 6 თვეში:

(შედარებისთვის მოყვანილია წინა წლის იგივე პერიოდში გაცემული ხელფასების მოცულობა)

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 18.3 მლნ ლარი (წინა წლის იგივე პერიოდში 17.1 მლნ ლარი იყო)
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 1.8 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 1.6 მლნ ლარი იყო)
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 5.2 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 4.7 მლნ ლარი)
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 924,227 ლარი (2023 წლის 6 თვეში 761,357 ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო - 27.2 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 20.6 მლნ ლარი)
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 10.4 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 8.4 მლნ ლარი)
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 6.3 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 5.8 მლნ ლარი)
  • იუსტიციის სამინისტრო - 55.9 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 43.5 მლნ ლარი)
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 30.6 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 26.7 მლნ ლარი)
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 8.7 მლნ ლარი ( 2023 წლის 6 თვეში 7.4 მლნ ლარი)
  • თავდაცვის სამინისტრო - 67.1 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 57.5 მლნ ლარი)
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 419.7 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 352.5 მლნ ლარი)
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 39.7 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვეში 34.8 მლნ ლარი)
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 36 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვის მდგომარეობით, ინფორმაცია არ არის მიწოდებული)
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 39 მლნ ლარი (2023 წლის 6 თვის მდგომარეობით, ინფორმაცია არ არის მიწოდებული)
ნინი ქეთელაური