2024 წელი კომერციულმა ბანკებმა 3.096 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 380 მლნ ლარით აღემატება. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წელი ბანკებმა 2.716 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურეს.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა შეადგინა 8.430 მლრდ ლარი, საიდანაც სესხებიდან შემოსავლები იყო 7.018 მლრდ ლარი.
ამავე სტატისტიკით, დეკემბრის მდგომარეობით ბანკების საპროცენტო შემოსავალი ჯარიმებიდან იყო 106.5 მლნ ლარი.
ცნობისთვის, 2024 წლის მდგომარეობით, ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა.