2024 წელს კომერციული ბანკების წინააღმდეგ ჯამში 28 729 საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს.
სებ-ის მიხედვით, მხოლოდ დეკემბერში ბანკების წინააღმდეგ დაწერილმა საჩივრებმა 2 295 შეადგინა, რაც 12%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე. ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში პრეტენზიების რაოდენობამ 2 054 იყო.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის დეკემბერში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით, ასევე, სამომხმარებლო სესხებზე დაფიქსირდა.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, დეკემბერში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1269 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია და მომსახურება, მესამე ადგილზეა - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები 199 საჩივრით.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში 2 295 საჩივრიდან ბანკებმა 1147 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 405 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 742 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს, ხოლო 1-ის განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.