სახელმწიფო უწყებებში ჯამურად რამდენი შტატიანი და უშტატო თანამშრომელია უცნობია, რადგან მათი ნაწილი ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. ერთ-ერთი ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა, ძირითად შემთხვევაში მონაცემები მაინც ხელმისაწვდომია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ მიხედვით, 2024 წლის 6 თვის მდგომარეობით, როგორც შტატიანი, ისე უშტატო თანამშრომლების სიმრავლით გამოირჩევა განათლების სამინისტრო. უწყებაში შტატიანს უშტატოდ დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს.
უფრო კონკრეტულად, „ბიუჯეტის მონიტორზე“ დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას სახელმწიფო უწყებებში, ძირითადად პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის შესახებ:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 939 შტატიანი, 514 უშტატო
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 58 შტატიანი, 30 უშტატო
- მთავრობის ადმინისტრაცია - 167 შტატიანი, 149 უშტატო
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 38 შტატიანი, 22 უშტატო
- ფინანსთა სამინისტრო - 4 499 შტატიანი, 464 უშტატო
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1 503 შტატიანი, 969 უშტატო
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 342 შტატიანი, 204 უშტატო
- იუსტიციის სამინისტრო - 6 661 შტატიანი, 3 313 უშტატო
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 2 195 შტატიანი, 6 600 უშტატო
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 696 შტატიანი, 442 უშტატო
- თავდაცვის სამინისტრო - 4 966 შტატიანი, 3 492 უშტატო (შენიშვნა: უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, „სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ“ კანონის ფარგლებში მონაცემი სრული არ არის)
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - აუდიტის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 3 585 შტატიანი, 2 940 უშტატო
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 13 149 შტატიანი, 17 591 უშტატო
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 6 312 შტატიანი, 2 978 უშტატო