,,კუპერსბერგის” ახალი ფილიალი ,,თბილისი მოლში”: ადგილი, სადაც იწყება თქვენი იდეალური სამზარეულო

ბოლო წლებში სამზარეულოს კონცეფცია მთლიანად შეიცვალა. უბრალო კერძების მოსამზადებელი ადგილიდან ის თანამედროვე სახლის ცენტრალურ სივრცედ იქცა, სადაც ტექნოლოგიური უპირატესობები, დიზაინი და ფუნქციურობა ერთმანეთს ავსებს.

წარმოიდგინეთ სამზარეულო, სადაც ყოველი დეტალი თქვენზეა მორგებული — ღუმელი, რომელიც მრავალფეროვანი ფუნქციებითაა აღჭურვილი, მაცივარი, რომელიც პროდუქტების სიახლეს დიდხანს ინარჩუნებს და გამწოვი, რომელიც ისე ჩუმად მუშაობს, თითქოს არც კი არსებობდეს. ეს ,,კუპერსბერგის” სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკაა, რომელიც გერმანული ხარისხისა და იტალიური დიზაინის სინთეზით იქმნება.

თანამედროვე სამზარეულოს ახალი სტანდარტი

,,კუპერსბერგი” სამზარეულოს ტექნიკის შექმნისას ინოვაციური მიდგომით გამოირჩევა. მისი პროდუქცია უახლეს ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან ფუნქციებს აერთიანებს. TFT სენსორული ეკრანებით აღჭურვილი ღუმელები, No-Frost სისტემის მქონე მაცივრები და სმარტ-სენსორებიანი ინდუქციური ქურები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფუნქციური უპირატესობებისა, რომლებიც ბრენდს გამორჩეულს ხდის.

ენერგოეფექტურობა ბრენდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. A+++ კლასის ტექნიკა არა მხოლოდ გარემოზე ნაკლები უარყოფითი გავლენით გამოირჩევა, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს ყოველთვიურ კომუნალურ ხარჯებს. თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები კი საშუალებას გაძლევთ სამზარეულოს ტექნიკა უსაფრთხოდ გამოიყენოთ.

,,კუპერსბერგის” ახალი ფილიალი ,,თბილისი მოლში” და კომპანიის სამომავლო გეგმები

ბრენდის მიმართ მომხმარებელთა მზარდმა ინტერესმა ახალი ფილიალის გახსნა განაპირობა. ,,თბილისი მოლში” მდებარე შოურუმი კიდევ ერთი ნაბიჯია პრემიუმ კლასის სამზარეულოს ტექნიკის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

როდესაც ,,თბილისი მოლს” ესტუმრებით, ნუ დაგავიწყდებათ ახალ ფილიალში შევლა, სადაც გამოცდილი კონსულტანტები სასურველი პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებიან, გაგაცნობენ პროდუქტის მახასიათებლებს და მოვლის წესებსაც გაგიზიარებენ.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გაყიდვის შემდგომ მომსახურებას — უზრუნველყოფს უფასო მიტანას თბილისის მასშტაბით, პროფესიონალურ მონტაჟსა და გაძლევთ მრავალწლიან გარანტიას ყველა პროდუქტზე. მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვის ნაწილია მოქნილი ფინანსური შეთავაზებებიც. კომპანია გთავაზობთ განვადების სპეციალურ პირობებს.

ბრენდის გაფართოების ისტორია აქ არ მთავრდება. კომპანიის სტრატეგია მიმართულია საქართველოს მასშტაბით სერვისების გაფართოებისკენ. მომავალში იგეგმება ფილიალების გახსნა ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში, რაც რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს წვდომას პრემიუმ ხარისხის სამზარეულოს ტექნიკაზე წვდომას გაუადვილებს. პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ონლაინ გაყიდვების პლატფორმის განვითარებაზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეარჩიონ და შეიძინონ სასურველი პროდუქცია.

ესტუმრეთ ,,კუპერსბერგის” ახალ ფილიალს ,,თბილისი მოლში" და დანერგეთ ის ინოვაციური ცვლილებები საკუთარ სამზარეულოში, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს ახლავს თან.

(R)