თბილისის რომელ უბანში რა ღირს კერძო სახლები

2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 54.3 პროცენტით არის გაზრდილი. ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.7 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.7 პროცენტი). 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 9.8 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 12.3 პროცენტით.

გთავაზობთ, თბილისის უბნების მიხედვით, სად რა ღირს კერძო სახლი.

ჩამონათვალში მოცემულია 1 კვ.მეტრის ღირებულება სხვადასხვა უბანში:

  • მთაწმინდა - 1 კვ.მ. 4 472 ლარი;
  • დიდუბე - 1 კვ.მ. 3 656 ლარი;
  • ვაკე - 1 კვ.მ. 3 558 ლარი;
  • საბურთალო - 1 კვ.მ. 3 353 ლარი;
  • ჩუღურეთი - 1 კვ.მ. 3 014 ლარი;
  • კრწანისი - 1 კვ.მ. 2 870 ლარი;
  • ისანი - 1 კვ.მ. 2 794 ლარი;
  • გლდანი - 1 კვ.მ. 2 683 ლარი;
  • ნაძალადევი - 1 კვ.მ. 2 667 ლარი;
  • სამგორი - 1 კვ.მ. 2 505 ლარი.
თაია არდოტელი