მომსახურების სააგენტოს ბოლომო ნაცემებით, საქართველოში 1 878 098 ავტომობილია რეგისტრირებული.
ამასთან საქსტატის მიხედვით, 2024 წელს ტოპ-3 მარკის ავტომობილი იყო: MERCEDES-BENZ-ი, TOYOTA და FORD-ი.
უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში რეგისტრირებული იყო MERCEDES-BENZ-ის 221 106 ავტომობილი, TOYOTA-ს 197 651 და FORD-ის 175 398 ერთეული.
„ბიზნესპრესნიუსი“ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:
BMW X7 XDRIVE 40I - ეს კონკრეტული მოდელი საქართველოში მხოლოდ ერთი ცალია რეგისტრირებული. როგორც სხვადასხვა პლატფორმებიდან ირკვევა, მისი საშუალო ღირებულება 100 ათას დოლარია.
LAND ROVER ROVER RANGE ROVER SV – საქართველოში რეგისტრირებული ამ მოდელის ამ საბაზრო ღირებულება წლოვანების მიხედვით განსხვავდება და 109 ათასი დოლარიდან 210 ათას დოლარამდე მერყეობს.
LAND ROVER SWB 3.0 PLUG-IN HYBRID P550E – მისი ფასი 153 ათასი დოლარიდან 210 ათას დოლარამდეა.
Range Rover SVAutobiography - მისი ღირებულება 170 900 დოლარიდან იწყება.
PORSCHE 911 EDITION 50 YEARS PORSCHE DESING - ამ კონკრეტული მოდელის ფასი საშუალოდ 183 800 აშშ დოლარია.