გასულ წელს მართვის მოწმობა საქართველოში 28 733 პირმა აიღო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
კვარტლების მიხედვით მონაცემები ასეთია:
- 1-ლი კვარტალი - მართვის მოწმობა აიღო 6307 პირმა;
- მე-2 კვარტალი - მართვის მოწმობა აიღო 6950 პირმა;
- მე-3 კვარტალი - მართვის მოწმობა აიღო 8253 პირმა;
- მე-4 კვარტალი - მართვის მოწმობა აიღო 7223 პირმა.
ამასთან, უწყების მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის ფედერაციის 128 მოქალაქემ აიღო. კვარტლების მიხედვით, სტატისტიკა ასეთია:
- 1-ლი კვარტალი - 19-მა რუსეთის მოქალაქემ აიღო მართვის მოწმობა;
- მე-2 კვარტალი - 20-მა რუსეთის მოქალაქემ აიღო მართვის მოწმობა;
- მე-3 კვარტალი - 48 რუსეთის მოქალაქემ აიღო მართვის მოწმობა;
- მე-4 კვარტალი - 41-მა რუსეთის მოქალაქემ აიღო მართვის მოწმობა.
მოამზადა: მარიამ იმერლიშვილმა