2024 წელს, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ - 798 საჩივარი დაიწერა, ხოლო, კონკრეტულად დეკემბერში - 80.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს დეკემბერში შესული საჩივრებიდან 40 - ადმინისტრაცია/მომსახურებაზე მოდის, 23 - ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 6 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 2 - სხვა გადასახდელებზე, 2- ტრანზაქციებზე, 1 საპროცენტო შენატანებზე, 1 ტრანზაქციებზე.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში დაფიქსირებული 80 საჩივრიდან - 30 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 37 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 12-ის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული, 1-ის შემთხვევაში კი განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.