“ზესახელმწიფოების“ რბოლა - ქვეყნები, რომლებიც მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის ფორმირებაში პირველობისთვის იბრძვიან

მას შემდეგ, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიებისა და საზოგადოებების ტრანსფორმაცია დაიწყო, ქვეყნებმა პირველობისთვის ნამდვილი “ომი“ წამოიწყეს.

ჯერჯერობით ძირითადი კონკურენცია აშშ-სა და ჩინეთს შორის გამოიკვეთა, თუმცა“ზესახელმწიფოს“ და მსოფლიო ციფრული ლიდერის სტატუსისთვის სავარაუდოდ, დედამიწის ყველა დიდი ქვეყანა იბრძოლებს.

AI-ს პიონერები დღეს არა მხოლოდ დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ კვლევასა და განვითარებაში, არამედ ქმნიან საჭირო ინფრასტრუქტურას და საფუძვლებს ინოვაციური ტექნოლოგიის განვითარებისთვის.

გაერთიანებული სამეფოს საინფორმაციო საიტიმა Tortoise Media-მ შექმნა გლობალურად, AI-ს საუკეთესო ინდექსის მქონე ტოპ ქვეყნები. Tortoise Media AI ინდექსს ადგენს სამი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით. ესენია: ინვესტიცია, ინოვაცია და მიმღებლობა.

იგი ასევე აფასებს თითოეული ქვეყნის AI შესაძლებლობების მასშტაბებს და მათ გავლენას გლობალურ სცენაზე.

წარმოგიდგენთ საუკეთესო ინდექსის მქონე ქვეყნებს:

აშშ, საერთო ქულა: 100

ამერიკა მსოფლიო ლიდერია ხელოვნური ინტელექტის უმეტეს სფეროებში, მათ შორის არის: გენერაციული AI, ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) და მანქანური სწავლება.

MIT-დან და სტენფორდის უნივერსიტეტიდან დაწყებული - კარნეგი მელონის უნივერსიტეტით დასრულებული, შეერთებული შტატები ამაყობს მსოფლიოს წამყვანი AI კვლევითი ინსტიტუტებით.

მისი ტექნიკური გიგანტები: Microsoft, Apple, NVIDIA და Alphabet, დიდწილად დომინირებენ გლობალურ ბაზარზე და ქვეყანა ბევრად წინ უსწრებს სხვა ქვეყნებს ხელოვნური ინტელექტის დაფინანსებით.

თუმცა, DeepSeek-ის გაშვებამ, შეარყია ამერიკის დომინირება.

დონალდ ტრამპმა ახლახან გამოაცხადა Stargate-ის უპრეცედენტო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აშშ-ში 500 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

ეს არის AI ინფრასტრუქტურაში აქამდე განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია.

ჩინეთი, საერთო ქულა: 54

ჩინეთი შეიძლება იყოს მეორე ადგილზე ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, მაგრამ მისი ქულა ყოველდღიურად იზრდება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მეორე ადგილზეა ხელოვნური ინტელექტის დანახარჯებით და ლიდერობს ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე სფეროში, მათ შორის სახის ამოცნობისა და კომპიუტერული ხედვის ჩათვლით.

ფირმა Pony AI არის ჩინეთის წამყვანი AI კომპანია, რომლის ღირებულება 4.75 მილიარდი დოლარია.

უფრო მეტიც, ჩინური ხელოვნური ინტელექტი ჩატბოტის DeepSeek-ის ბოლო გაშვებამ განაცვიფრა მსოფლიო და შედეგად დაეცა NVIDIA-ს, Microsoft-ის და სხვათა აქციების ფასები.

სინგაპური, საერთო ქულა: 32

სინგაპურმა ინდექსში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულა მოიპოვა.

ქალაქ-სახელმწიფოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ხარჯები აქვს ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

სახელმწიფომ თავისი პირველი ეროვნული AI სტრატეგია 2019 წელს წამოიწყო. აქვს კვლევითი ინსტიტუტები და დინამიური სტარტაპები.

მას აქვს პოტენციალი, რომ გახდეს საუკეთესო გლობალური ცენტრი AI ინოვაციებისტვის.

დიდი ბრიტანეთი, საერთო ქულა: 30

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს მაღალი ქულები, არის დიდი ბრიტანეთი.

დიდ ბრიტანეთს აქვს ძლიერი პოზიცია ხელოვნური ინტელექტის კვლევასა და ინოვაციებში. ოქსფორდის უნივერსიტეტი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიხედვით.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ AI-ს განვითარებისთვის უახლოესი პროგრამის მიხედვით 17,4 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

საფრანგეთი, საერთო ქულა: 28

საფრანგეთი კარგად არის პოზიციონირებული გლობალურ AI რბოლაში. ეს მისმა ძლიერმა აკადემიურმა ბაზამ, გულუხვმა ინვესტიციებმა და ინოვაციებზე ფოკუსირებულმა პროგრამებმა განაპირობა.

AI-ში კერძო ინვესტიციები მზარდია ქვეყანაში. მაგალითად, ფრანგულმა გენერაციულმა AI-ს სტარტაპმა Mistral AI-მა 2023 წელს 503 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი