საქართველომ 2024 წელს 1.236 მლნ დოლარის ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი იყიდა - საიდან შემოდის

საქართველოს ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის იმპორტი 336%-ით გაუძვირდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში 1.236 მლნ დოლარის ღირებულების 2 474 ტონა პროდუქტი შემოვიდა (ერთი კილოგრამის ღირებულებს გადასახადების გარეშე 48 ცენტი), 2023 წელს კი 325.4 ათასი დოლარის 2 866 ტონა ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი (საშუალო ფასი 11 ცენტი).

სხვა ბოსტნეულის ანალოგიურად, ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლის მთავარი იმპორტიორი 2024 წელს თურქეთი იყო. შარშან მეზობელ ქვეყანაში 1.102 მლნ დოლარის ღირებულების 2 292 ტონა ბოსტნეულის აღნიშნული სახეობა ვიყიდეთ.

მეორე ადგილზეა ირანი - 133.9 ათასი დოლარის ღირებულების 281.4 ტონა პროდუქტის იმპორტით.

საქართველომ ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი ნიდერლანდებში, სომხეთში და საფრანგეთშიც იყიდა, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით.