როგორ გამოიყურება და სად მდებარეობს ძვირადღირებული საცხოვრებლები, სადაც დრო გაჩერებულია (+ფოტო)

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორი გამოიყურებოდა ძვირად ღირებული უძრავი ქონების ბაზარი წარსულში?

ეს საოცარი მარადისობაში გაჭედილი სახლები წარსულში დაგაბრუნებთ და მის მომხიბვლელობას მთელი სიცხადით შეიგრძნობთ.

saxli1-1738414461.jpg

1500-იანი წლები: შუა საუკუნეების მხატვრის სასახლე, ნიურნბერგი, გერმანია

აღნიშნულ სახლში საცხოვრებლად გერმანელი რენესანსის მხატვარი ალბრეხტ დიურერი 1509 წელს გადავიდა.

“დროის კაფსულა“ საზოგადოებისთვის 1871 წლიდან ღიაა. ინგლისელმა მხატვარმა J. M. W. Turner-მა ის 1835 წელს, თავის ტილოზე დახატა.

საბედნიეროდ, 1945 დაბომბვას გადაურჩა და ისევე გამოიყურება, როგორც პირველად.

saxli2-1738414566.jpg

1600-იანი წლები: შატო ვაქს-ლე-ვიკომტი (de Vaux-le-Vicomte), საფრანგეთი

1641 წელს, 26 წლის პოლიტიკოსმა ნიკოლას ფუკემ საფრანგეთში მდებარე შატო ვაქს-ლე-ვიკომტი იყიდა. ის იმ დროისთვის მეფე ლუი XIV-ის გავლენიანი მრჩეველ იყო.

ფუკემ დაიქირავა მე-17 საუკუნის ყველაზე დიდი შემოქმედებითი ადამიანები და სასახლეს სრული განახლება ჩაუტარეს.

სწორედ ამიტომ ინტერიერი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ელეგანტური.

ამ მდიდრულად მოწყობილ სახლს აქვთ მარმარილოს ბუხრები, მოოქროვილი სარკე და დახვეწილი ყვავილების ბაღი. აღჭურვილია მე-17 საუკუნის სტილის ავეჯით.

დღეს შატო ღიაა საზოგადოებისთვის.

saxli3-1738414597.jpg

1700-იანი წლები: დრეიტონ ჰოლის პლანტაცია, აშშ

დრეიტონ ჰოლი (Drayton Hall), არის პალადის არქიტექტურის ყველაზე ადრეული ნიმუში ამერიკაში.

დრეიტონების ოჯახმა სახლი 1970-იან წლებში გაყიდა. მეპატრონეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისი პირვანდელი სახე შეენარჩუნებინათ.

1960 წელს Drayton Hall გამოცხადდა ეროვნულ ისტორიულ ღირსშესანიშნაობად და ახლა ღიაა საზოგადოებისთვის.

saxli4-1738414672.jpg

1800-იანი წლები: ვიქტორიანული სასახლე, პენსილვანია, აშშ

“ბერგდოლის“ ფილადელფიის ისტორიული Fairmount უბნის გულში დგას. ის 1856 წელს, ცნობილი კემბლის ოჯახისთვის აშენდა. მოგვიანებით კი City Park Brewery-ის დამფუძნებელმა ლუი ბერგდოლმა შეიძინა.

სასახლეს აქვს ცხრა საძინებელი, ცხრა სველი წერტილი და სავსეა ორიგინალური არქიტექტურული მახასიათებლებით.

სახლი 2024 წელს 6,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

წყარო: loveproperty.com

თეონა რამაზაშვილი