გვალვები ხანგრძლივი, გახშირებული, ექსტრემალური გახდა და უფრო დიდ ტერიტორიებს მოიცავს - შვეიცარიელი მეცნიერები

ტყეების, თოვლისა და ლანდშაფტის კვლევითი შვეიცარიული ფედერალური ინსტიტუტის (WSL) მეცნიერებმა ავსტრიელ კოლეგებთან ერთად მთელს მსოფლიოში 40-წლიან დაკვირვებისას დამდგარი გვალვები გამოიკვლიეს.

კვლევას Farmer.pl ავრცელებს.

მათი შეფასებით, გვალვას, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როცა სოფლის მეურნეობას ზიანს აყენებს ან ტყის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

მეცნიერებმა 1980-იდან 2018 წლამდე პერიოდის გლობალური მეტეოროლოგიური მონაცემები და გვალვის ნიმუშები გააანალიზეს და საგანგაშო ტენდენციები დააფიქსირეს. კერძოდ, გაიზარდა მრავალწლიანი გვალვების რიცხვი, რომელიც უფრო ხანგრძლივი, გახშირებული, ექსტრემალური გახდა და უფრო დიდ ტერიტორიებს მოიცავს.

ექსპერტებმა ნიადაგიდან და მცენარეებიდან წყლის აორთქლება და ნალექის რაოდენობის ანომალიები, ასევე, მსოფლიოს ბუნებრივ ეკოსისტემებზე მათი გავლენა გააანალიზეს. ამან მათ საშუალება მისცა, დაედგინათ მრავალწლიანი გვალვების შემთხვევები პლანეტის როგორც კარგად შესწავლილ, ასევე, ნაკლებად მისაწვდომ რეგიონებში. ასეთი არის ტროპიკული ტყეები და მსოფლიოს ყველაზე გრძელი და სიმაღლით მეორე მთათა სისტემა ანდები, სადაც დაკვირვების მცირე მონაცემებია არის ხელმისაწვდომი.

თუმცა ექსპერტებისთვის უცნობია, თუ რამდენ ხანს გაუძლებს კლიმატის ცვლილებას თუნდაც გამძლე ტყეები, რადგან მეგაგვალვამ ზომიერი კლიმატის მდელოებზეც უდიდესი პირდაპირი გავლენა მოახდინა. ცხელი წერტილები აშშ-ის დასავლეთს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ მონღოლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიას მოიცავს.

მეცნიერები წერენ, რომ პლანეტაზე და მის ეკოსისტემებზე ძლიერი გვალვების გრძელვადიანი ზემოქმედება ძირითადად უცნობია, მაგრამ პროგნოზირებადია.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ეს დასკვნები საზოგადოებას გვალვასა და მის მზადებაზე ამჟამინდელ წარმოდგენას შეუცვლის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ