თუ ჯერ კიდევ გაქვთ სახლში შენახული ძველი ბავშვობის სათამაშოები, შესაძლოა, მათი მოძებნა მოგწიოთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, 80-90-იანი წლების მოზარდებისა და ბავშვების საყვარელი სათამაშოები დღეს საკმაოდ ძვირად იყიდება.
რამდენიმე ვინტაჟური ცნობილი სათამაშო ონლაინ პლატფორმაზე სოლიდურ თანხად უკვე გაიყიდა.
წარმოგიდგენთ მათ:
Tamagotchi Ocean: 300 დოლარამდე
ბავშვებს, რომლებიც გაიზარდნენ 1990-იან და 2000-იან წლებში, ალბათ, ახსოვთ Tamagotchi - ციფრული შინაური ცხოველები, რომლებიც საჭიროებდნენ მუდმივ ყურადღებას და კვებას.
დღემდე ამ სათამაშოს 80 მილიონზე მეტი ერთეულია გაყიდული. ახალ მოდელებს ნამდვილად ხელმისაწვდომი ფასი აქვთ, თუმცა 1990-იანი წლების Tamagotchi 300 დოლარად გაიყიდა.
Polaroid SX-70 კამერა: 315 დოლარი
მყისიერი ფოტოგრაფია დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1970-იან წლებში. დღეს ვინტაჟური კამერების ფასები გაიზარდა, რადგან კოლექციონერები მზად არიან მოდელებში საკმაოდ დიდი თანხები გადაიხადონ.
1972 წელს გამოშვებული Polaroid Land Camera SX-70 ამ დღეებში eBay-ზე 315 დოლარად გაიყიდა.
Deluxe Talkboy: დაახლოებით 380 დოლარი
Deluxe Talkboy Cassette Player, პირველად 1992 წლის ფილმში “მარტო სახლში 2“ გამოჩნდა. მას შემდეგ ის 90-იანი წების ნამდვილ ჰიტად იქცა.
სათამაშო თავდაპირველად 29,99 დოლარად იყიდებოდა. პროდუქტის წარმატებამ მწარმოებელი გააოცა: 1993 წლის დეკემბრისთვის ასობით ათასი ერთეული გაიყიდა, მოთხოვნილება დაახლოებით ორი მილიონი იყო.
დღეს, Talkboys eBay-ზე დაახლოებით 380 დოლარად იყიდება.
1983 G.I. Joe Gang Ho Action ფიგურა: 550-ზე მეტი დოლარი
როდესაც GI Joe პირველად გამოჩნდა 1960-იანი წლების დასაწყისში, მარკეტოლოგები წუხდნენ, რომ ბიჭებს არ სურდათ თოჯინებით თამაში და ამის შედეგად გამოიგონეს ტერმინი "მოქმედების ფიგურა".
მას შემდეგ, GI Joe-ს სამოქმედო ფიგურებმა განიცადეს რამდენიმე ცვლილება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ გაქვთ თოჯინა, რომელიც ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია, ის შეიძლება ძვირი ღირდეს.
2003 წელს, ერთ-ერთი ფიგურა Heritage Auctions-მა 200 000 დოლარად გაყიდა. ცოტა ხნის წინ, უფრო იშვიათი ფიგურები, როგორიცაა საზღვაო ფიგურები eBay-ზე 550 დოლარად გაიყიდა.
Kenner Ghostbusters ECTO-1A მანქანა: 590 დოლარი
თუ თქვენ გაგიმართლათ და 1990-იან წლებში Ghostbusters-ის ერთ-ერთი სათამაშო მიიღეთ, დღეს მისი გაყიდვა საკმაოდ ძვირად შეგიძლიათ.
ასეთი მოდელი eBay-ზე 590 დოლარად გაიყიდა.
Sega Genesis 1: 940 დოლარი
Sega Genesis-ის კონსოლი, რომელიც ევროპაში უფრო ცნობილია, როგორც Sega Mega Drive, 1990-იან წლებში 30 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა.
ორიგინალი Sega Genesis 1 გაცილებით იშვიათია. გამოუყენებელი მოდელი ახლახან eBay-ზე 940 დოლარად გაიყიდა.
Vintage Furby: 1000 დოლარამდე
Furby-ის სათამაშოები ნამდვილი სიგიჟე იყო 1990-იანი წლების ბოლოს. ის თითქმის ყველა ბავშვს სურდა რომ ჰქონოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაკლებად პოპულარულია, კოლექციონერები მზად არიან Furby-ის ძველ მოდელებში ძვირი გადაიხადონ.
შეზღუდული გამოშვება Kid Cuisine Furby, eBay-ზე 1000 დოლარამდე ღირს.
Nintendo Game Boy კონსოლი: 5,400 დოლარამდე
Game Boy კონსოლი გამოვიდა 1989 წელს და სწრაფად გახდა წარმოუდგენლად პოპულარული. მხოლოდ აშშ-ში, რამდენიმე კვირაში ერთი მილიონი ერთეული გაიყიდა.
დღეს ორიგინალი Game Boy eBay-ზე 5 400 დოლარამდე ღირს.
Pez დისპენსერი: 7000 დოლარამდე
Pez-ის კოლექციონერებს ძველი მოდელების შესაძენად ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული.
2012 წელს, 1979 წლის Mickey Mouse-ის თავიანი Pez-ის კანფეტი აუქციონზე 7000 დოლარად გაიყიდა.
ხოლო სამი "პოლიტიკური ვირის" დისპენსერი, რომელიც ჯონ ფ. კენედისთვის 1961 წელს დაამზადეს, 20,000 დოლარად გაიყიდა.
ორიგინალი 1959 წლის Barbie: 27,450 დოლარამდე
Barbie-ს თოჯინები პირველად რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა. პირველი თოჯინა მყიდველებს ამერიკულ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე ნიუ-იორკში, 1959 წლის მარტში წარუდგინეს.
მას შემდეგ Barbie გახდა საკულტო თოჯინა.
თოჯინების ადრეული გამოცემები ახლა საკოლექციოა. 1959 წლის Barbie აუქციონზე 27,450 დოლარად გაიყიდა.
წყარო: lovemoney.com