ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი სამხედრო თვითმფრინავი დღესაც ასრულებს სამხედრო მისიებს ავღანეთში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი სამხედრო თვითმფრინავი დღესაც კი ასრულებს სამხედრო მისიებს ავღანეთში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს მეცნიერებათა აკადემიაში განუცხადა, სადაც ღონისძიებას ესწრება სახელწოდებით "ალექსანდრე ქართველი და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები".

"ალექსანდრე ქართველის მაგალითი არის შთაგონების წყარო. იმ სამი წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვცხოვრობ, რაც უფრო მეტს ვეცნობი ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ, მით უფრო მეტს ამბობს იგი. ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ეს არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი, მაგრამ ამავე დროს მაგალითი ამერიკაში იმ ქვეყნის ისტორიისა, როდესაც ქართველი გაემგზავრა იქ, იმსახურა და იმუშავა ინჟინრად, შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო თვითმფრინავი ამერიკის ისტორიაში, რომელიც დღესაც კი ასრულებს სამხედრო მისიებს ავღანეთში", - განაცხადა ნორლანდმა.

მისივე თქმით, ეს არის შთაგონება ყველა ახალგაზრდა ქართველი სტუდენტისთვის, რომლებიც შესაძლოა ეუფლებიან მომავალ კარიერას და პროფესიას ავიაციის, საინჟინრო საქმეში, მეცნიერებაში თუ ტექნოლოგიაში. "ეს არის კარგი მაგალითი საქართველო-ამერიკის ურთიერთობისთვის", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.