„ბათუმის ნავსადგური სანახევროდაა დატვირთული“ - TCRC

„ბათუმის ნავსადგური სანახევროდაა დატვირთული“, - ამის შესახებ აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის თანახმად, ბათუმის ნავთობის ნავმისადგომები დატვირთულია 12%-ით, საბორნე კომპლექსი – 28%-ით, საკონტეინერო ტერმინალი – 45%-ით, ხოლო მშრალი ტვირთების ნავმისადგომების დატვირთულობა 70%-ს შეადგენს.

„ბათუმის ნავსადგურის ჯამური გამტარუნარიანობა, არსებული ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს წელიწადში 18.5 მლნ ტონას და 200 000 TEU ს. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წლიური გამტარუნარიანობის შესაძლებლობა 15 მლნ ტონაა, საბორნე და გენერალური ტვირთისთვის – 0.7 მლნ ტონა; საკონტეინერო ტერმინალი – 200 000 TEU.

ნავსადგურების მიერ ნავთობის და ნავთობპროდუქტების გატარების 10 წლიან ტრენდს თუ გავაანალიზებთ, თვალნათელია, რომ 2013 წლიდან ნავთობის გადატვირთვა მცირდება 5.7 მლნ ტონიდან და 2018 წელს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ნიშნული 0.9 მლნ ტონა. რის შემდეგ ნავთობნაკადი გაიზარდა და 2024 წელს მიაღწია არცთუ ისე მაღალ მაჩვენებს 1.8 მლნ ტონას. ფაქტობრივად, 2013 წელთან შედარებით, 2024 წელს 3 ჯერ შემცირდა ნავთობის გატარება.

რაც შეეხება ნავსადგურში ნავთობნაკადის გატარების და გამტარუნარიანობის ათვისებას, 15 მლნ ტონიდან, მხოლოდ 1.8 მლნ ტონა იქნა 2024 წელს გატარებული რაც, რაც ნავსადგურის სანავთობო ინფრასტრუქტურის დაბალი 12% იანი დატვირთვით გამოყენებაზე მიუთითებს.კონტეინერების გადამუშავების 10 წლიან ტრენდს თუ გავაანალიზებთ, 2015 წლიდან საკონტეინერო ნაკადის ზრდამ განაპირობა, დადებითი ტენდენცია – ტერმინალის სიმძლავრის 200 000 TEU მდე გაზრდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წელს ნავსადგურმა 91 200 TEU გადაამუშავა, გამოდის, რომ ნავსადგურმა საკონტეინერო სიმძლავრე მხოლოდ 45% ით აითვისა, რაც მიუთითებს, კონტეინერების ტვირთბრუნვაში მნიშვნელოვანი რეზერვის არსებობაზე.

მშრალი ტვირთების ნავმისადგომების 10 წლიან ტრენდს თუ გავაანალიზებთ, 2013 წლიდან მუდმივად მცირდებოდა ტვირთბრუნვა და 2019 წელს მინიმუმს 0.9 მლნ ტონას აღწევს, რის შემდეგაც ბოლო წლებში გაიზარდა და 2024 წლის მაჩვენებლის გათვალისწინებით – მშრალი ტვირთების ნავმისადგომების ჯამურმა დატვირთულობა – 70 % ს მიაღწია.

საბორნე კომპლექსი – ძირითადად გამოიყენება ბორნების და გენერალური ტვირთების დასამუშავებლად, როგორც 10 წლიანი ტრენდიდან ჩანს, 2013 წლიდან საბორნე კომპლექსი მაქსიმალური დატვირთვით გამოიყენებოდა, რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შემდგომ, როდესაც უკრაინულმა ბორნებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება, საბორნე კომპლექსზეც შემცირდა ტვირთბრუნვა და 2024 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს – 0.2 მლნ ტონას გაუტოლდა, რაც საბორნე კომპლექსის სიმძლავრის – 28 % ით გამოყენებას შეესაბამება.

დასკნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ბათუმის ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების და გამტარუნარიანობის ათვისება, არათანაბრადაა გადანაწილებული და მიუთითებს იმაზე, რომ ნავსადგურს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი რეზერვი გააჩნია“, - ვკითხულობთ TCRC-ის კვლევაში.

image-30-1738485179.png

მერი ტაბატაძე