2025 წელს, ჩვენი საბაზისო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.
„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში რეალური მშპ 6.7%-ით გაიზარდა, წინა თვის 7.5%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა საფინანსო, პროფესიული და სამეცნიერო, ტრანსპორტის, ვაჭრობის და ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.
ჯამურად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.5%-ით გაიზარდა, 2023 წელს დაფიქსირებული 7.8%-იანი ზრდის შემდეგ. ნომინალური მშპ 13.5%-ით გაიზარდა და 91.8 მლრდ ლარი (33.7 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9,124 აშშ დოლარს გაუტოლდა“, - აღნიშნულია „გალტ ენდ თაგართის“ კვირის მიმოხილვაში.