დაზარალებული ბიზნესმენები პრესკონფერენციას გამართავენ

დაზარალებული ბიზნესმენები პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პრესკონფერენცია ხვალ, 15 ივლისს. 14:00 საათზე საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში გაიმართება.  პრესკონფერენციის თემა კი ქუთაისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემული უკანონოდ ჩამორთმეული ქონება იქნება.

პრესკონფერენციას დაზარალებული ბიზნესმენი რაჯი ფილიპია და ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე გაუძღვებიან.