საქართველოს საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს კანდიდატურები წარუდგინა.
ესენი არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ შამუგია, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი - ვახტანგ ბურკიაშვილი, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე.
როგორც ცნობილია, საკითხი განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა.