ინტერნეტი, ანტიბიოტიკები, ყურძენი - რა გაიაფდა იანვარში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა.

მათივე ცნობით, 2025 წლის იანვარში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბაზრო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2%-ით განისაზღვრა.

წელს იანვარში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, პროდუქტებს შორის ყველაზე გაძვირებულია მწვანილი, 88.3%-ით, ხოლო ყველაზე გაიაფებული ინტერნეტის გადასახდელი 39.9%-ით.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაიაფა:

  • ინტერნეტის გადასახდელი - 39.9%
  • ანტიბიოტიკები - 25.8%
  • ყურძენი - 16.3%
  • საზამთრო - 16%
  • კარტოფილი - 14.5%
  • მსხალი - 13.6%
  • შპალერი - 13.6%
  • ატამი - 12%
  • სიმინდის ფქვილი - 11.6%
  • სარეცხი მანქანა - 10.8%
ნინი ქეთელაური