ქუთაისში ვინტაჟური სასტუმრო და რესტორანი „შავი პომიდორი“ დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას ტურისტული ობიექტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ძვირფასო მეგობრებო, რა დროს ესაა, მაგრამ გვინდა შეგატყობინოთ, რომ შავმა პომიდორმა შეწყვიტა ფუნქციონირება.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩვენი ნაწილი იყავით, გვსტუმრობდით და კარგ დროს ატარებდით ჩვენთან ერთად!
შევხვდებით სხვა დროს, სხვა ადგილას!“, - აღნიშნულია განცხადებაში.