Aston martin, Bugatti, Ferrari, Lamborghini, Rolls Royce, Bentley - ეს ის 6 ძვირად ღირებული ავტომობილია, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით, მათი რაოდენობა საერთო ჯამში 117 ერთეულს შეადგენს. ყველაზე მეტი კი აქედან Ferrari-ა - დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ბრენდის 40 ერთეული მანქანაა რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი მარკებიდან ყველაზე ძვირად ღირებული არის Bugatti. საქართველოში ამ ბრენდის 2 მოდელი მოძრაობს - Bugatti roadster, რომლის ფასი 5 მლნ დოლარიდან იწყება და Bugatti chiron, რომლის საწყისი ღირებულება 3 მლნ დოლარია.