ქუთაისში, ბუნებრივი ღვინის ბარი „საფერე“ დროებით დაიხურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ობიექტმა დაუდასტურა.
„საფერეს“ მივმართეთ დეტალური ინფორმაციისთვის, თუმცა, ამ დრომდე ობიექტის მიერ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. „ბიზნესპრესნიუსი“ დამატებით ინფორმაციას მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.
ამასთანავე, „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმისა შესახებ, რომ ქუთაისში ქუთაისში ვინტაჟური სასტუმრო და რესტორანი „შავი პომიდორიც“ დაიხურა. ობიექტი სოციალურ ქსელში წერს - „გვინდა შეგატყობინოთ, რომ შავმა პომიდორმა შეწყვიტა ფუნქციონირება... შევხვდებით სხვა დროს, სხვა ადგილას!“
გარდა ამისა, „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი საუბრობდა იმერეთში ტურისტული ობიექტების პრობლემებსა და შემცირებულ ჯავშნებზე. ის ამბობდა, რომ ქუთაისში რამდენიმე სასტუმრო და კვების ობიექტი უკვე დაიხურა.