ურა­ნი, ტი­ტა­ნი, ლი­თი­უ­მი, გრა­ფი­ტი - რა იშვიათ წიაღისეულს ფლობს უკრაინა, რასაც ტრამპი გარანტიად ითხოვს

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი უკ­რა­ი­ნის იშ­ვი­ა­თი წი­ა­ღი­სე­უ­ლით და­ინ­ტე­რეს­და. უკ­რა­ი­ნუ­ლიrbc.ua-ს გან­ცხა­დე­ბით, ეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის “გა­მარ­ჯვე­ბის გეგ­მის“ ერთ-ერთი პუნ­ქტი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნულ სა­ა­გენ­ტოს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის (OP) წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც ჩანს, გეგ­მის ამ ნა­წილს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტიც გა­ნი­ხი­ლავს.

“ჩვენ უკ­რა­ი­ნას­თან შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბა გვინ­და, რო­მელ­შიც ისი­ნი დე­და­მი­წის იშ­ვი­ა­თი მი­ნე­რა­ლე­ბით იმის გა­რან­ტი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რა­საც ჩვენ მათ ვაძ­ლევთ. ჩვენ უკ­რა­ი­ნას ვე­უბ­ნე­ბით, რომ მათ ძვირ­ფა­სი, იშ­ვი­ა­თი მი­ნე­რა­ლე­ბი აქვთ. გვსურს, რომ რა­საც ვაძ­ლევთ გი­რა­ოს თვალ­საზ­რი­სით და­ცუ­ლი იყოს“, - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა თეთრ სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

  • ამას­თა­ნა­ვე, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა კიტ კე­ლო­გი უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნა.

“უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდ პროგ­რესს მი­ვაღ­წი­ეთ“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

  • რა არის უკ­რა­ი­ნის “გა­მარ­ჯვე­ბის გეგ­მა?“

უკ­რა­ი­ნის “გა­მარ­ჯვე­ბის გეგ­მას“ აქვს მე­ო­თხე პუნ­ქტი, რო­მელ­შიც და­სავ­ლეთ­თან ერ­თად, იშ­ვი­ა­თი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვა­ზე, ინ­ვეს­ტი­რე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე წე­რია.

იშ­ვი­ათ ლი­თო­ნებ­ში მო­ი­აზ­რე­ბა: ურა­ნი, ტი­ტა­ნი, ლი­თი­უ­მი, გრა­ფი­ტი და სხვა. არ­სე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დით, აშშ-ს იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბი ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე, მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ის წარ­მო­ე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა.

“უკ­რა­ი­ნას აქვს იშ­ვი­ა­თი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი, მათ შო­რის იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბი: ურა­ნი, ლი­თი­უ­მი და ტი­ტა­ნი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს რუ­სე­თი არ და­ე­უფ­ლოს და ამ მიზ­ნით პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ რე­სურ­სე­ბის “გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვა“ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა“, - აღ­ნიშ­ნავს წყა­რო უკ­რა­ი­ნულ focus- თან სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო წერს, სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს შო­რის, ასე­ვე გან­ზრა­ხუ­ლი იყო, რომ რე­სურ­სე­ბის მო­პო­ვე­ბა - გა­მო­ყე­ნე­ბა მომ­ხდა­რი­ყო კონ­კრე­ტულ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. თუმ­ცა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­როა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი, რომ ბუ­ნებ­რი­ვი იშ­ვი­ათ რე­სურ­სი და­ცუ­ლი იყოს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის­გან.

წყა­როს ცნო­ბით, 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ტრამ­პთან შეხ­ვედ­რა­ზე ზე­ლენ­სკიმ სწო­რედ რე­სურ­სე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა.

კი­დევ ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, იშ­ვი­ა­თი ბუ­ნებ­რი­ვი ლი­თო­ნე­ბის მა­რა­გის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნას უკვე დრო­ე­ბით და­კარ­გუ­ლი აქვს...

“უკ­რა­ი­ნუ­ლი იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მდე­ბა­რე­ობს იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რომ­ლებ­ზეც კი­ევ­მა კონ­ტრო­ლი და­კარ­გა“, - წერს გა­მო­ცე­მა და მოჰ­ყავს Forbes-ის 2023 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, “Forbes-მა უკ­რა­ი­ნის მი­ნე­რა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის მთლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 15 ტრი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა. ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ რე­ზერ­ვე­ბის 70%-ზე მეტი არის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ DPR -სა (დო­ნეც­კის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი) და LPR-ის (ლუ­განსკის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი), ასე­ვე დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის რე­გი­ონ­ში“.

2024 წლის 26 ნო­ემ­ბერს The Washington Post-მაგა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­შიც წერ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი ეც­დე­ბო­და და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა ტრამ­პი იმა­ში, რომ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა არ არის ქველ­მოქ­მე­დე­ბა, არა­მედ ეს არის ეკო­ნო­მი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც აშშ-ის ინ­ტე­რე­სებ­შიც ჯდე­ბა.

იხილეთ ვრცლად: