ვალერი მელაძის ავტომობილების კოლექცია, რომლის საერთო ღირებულებაც 70 მილიონი რუბლია - რას წერს რუსული მედია (+ფოტო)

ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს რუ­სეთ­ში "ღა­ლა­ტი“ ვერ აპა­ტი­ეს და მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში, მან რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი არ გა­ა­მარ­თლა, რუ­სუ­ლი მე­დია ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ხოლ­მე მომ­ღერ­ლის­თვის უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბებს.

ამ­ჯე­რად ტე­ლეგ­რა­მის არხი SHOT, მე­ლა­ძის ავ­ტო­პარ­კით და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არ­ხის ცნო­ბით, თით­ქმის მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

meladze111-43442-1738675719.jpg

"ან­გე­ლო­ზის" სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი და 70 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის რვა Mercedes - წერს რუ­სუ­ლი მე­დია და მე­ლა­ძის ავ­ტო­პარ­კის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ქვეყ­ნის გა­რეთ ტურ­ნე­ში იმ­ყო­ფე­ბა ხოლ­მე, ახ­ლა­ხან მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც Mercedes-Benz-ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. მე­ლა­ძეს თან ახ­ლდა დაც­ვაც. ექ­ვსი მან­ქა­ნი­დან ოთხს ერთი და იგი­ვე ნო­მე­რი - 525 აქვს, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, ნომ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია. ხოლო მე­ლა­ძე­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის სა­ერ­თო ფასი 70 მი­ლი­ონ რუბლს (და­ახ­ლო­ე­ბით 701,800 აშშ დო­ლა­რი) აჭარ­ბებს.

photo-2025-02-04-09-11-15-2-42227-1738675812.jpg

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნაა Mercedes-Benz Amg G63, რო­მე­ლიც 210 532 დო­ლა­რი ღირს და ყვე­ლა­ზე ხში­რად ამით გა­და­ად­გი­ლებ­და მე­ლა­ძე, სა­ჭეს­თან თა­ვად ზის.

ერთ-ერთი მან­ქა­ნა, Mercedes Gls 400 D 4Matic SUV, ძმას, კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძეს აჩუ­ქა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ მე­ლა­ძის ძმამ ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე, რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყო.

photo-2025-02-04-09-11-15-4-42237-1738675862.jpg

იხილეთ ვრცლად: