2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 1 044 519 ბიზნეს სუბიექტია რეგიტრირებული, საიდანაც აქტიურია მხოლოდ 27 %. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ჩანს. სტატისტიკის მიხედვით, ამათგან მხოლოდ 284 347 კომპანიაა მოქმედი.
რაც შეეხება საქმიანობის სახეებს, მონაცემების თანახმად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი უფუნქციო კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობა/ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის დარგშია. აქ ჯამში 217 635 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 130 ათასზე მეტი არ მუშაობს.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, დარგების მიხედვით აქტიური და უფუნქციო ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას:
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 11 692 რეგისტრირებული, აქედან აქტიური 3 860 ( 7 832 უფუნქციოა)
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 298 რეგისტრირებული, აქტიური 757 (1541 უფუნქციო)
- დამამუშავებელი მრეწველობა - 51 821 რესგიტრირებული, 19 715 აქტიური (32 106 უფუნქციო)
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 544 რესგიტრირებული , 240 აქტიური (304 უფუნქციო)
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 979 რეგისტრირებული, 292 აქტიური (687 უფუნქციო)
- მშენებლობა - 44 073 რეგისტრირებული, 22 506 აქტიური (21 567 უფუნქციო)
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 217 635 რეგისტრირებული, 87 341 აქტიური (130 294 უფუნქციო)
- ტრანსპორტი და დასაწყობება - 47 596 რეგისტრირებული, 27 632 აქტიური (19 964 უფუნქციო)
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 29 867 რეგისტრირებული, 12 019 აქტიური (17 848 უფუნქციო)
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 37 974 რეგისტრირებული, 27 551 აქტიური (10 423 უფუნქციო)
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5 742 რეგისტრირებული, 1 787 აქტიური (3 955 უფუნქციო)
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 14 449 რეგისტრირებული, 8 454 აქტიური (5995 უფუნქციო)
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 26 556 რეგისტრირებული, 13 386 აქტიური (13 170 უფუნქციო)
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 16 626 რეგისტრირებული, 8 245 აქტიური ( 8 381 უფუნქციო)
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა - 1 606 რეგისტრირებული, 435 აქტიური (1 171 უფუნქციო)
- განათლება - 11 960 რეგისტრირებული, 7125 აქტიური (4 835 უფუნქციო)
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 7511 რეგისტრირებული, 3747 აქტიური ( 3764 უფუნქციო)
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 7 586 რეგისტრირებული, 3 625 აქტიური ( 3 961 უფუნქციო)
- ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები - 97 რეგისტრირებული, 11 აქტიური (86 უფუნქციო)
- საქმიანობა უცნობია - 483 492 რეგისტრირებული, 29 128 აქტიური ( 454 364 უფუნქციო)