„რთული პერიოდია, დარგი უნდა გადავარჩინოთ - ყველა ვართ ჯარისკაცები, ვინც ეს ქვეყანა A-დან B პუნქტამდე უნდა მიიყვანოს, რომ არ ჩამოვინგრეთ“

„საკმაოდ რთული პერიოდია დღეს და დარგი უნდა გადავარჩინოთ,“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს ყველა ვართ ჯარისკაცები, ვინც ეს ქვეყანა A-დან B პუნქტამდე უნდა მიიყვანოს, რომ არ ჩამოვინგრეთ.

„რთული პერიოდია, დარგი უნდა გადავარჩინოთ - ყველა ვართ ჯარისკაცები, ვინც ეს ქვეყანა A-დან B პუნქტამდე უნდა მიიყვანოს, რომ არ ჩამოვინგრეთ“

„საკმაოდ რთული პერიოდია. ვისურვებდი, რომ თუ ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ ჩვენი სტუმარ-მასპინძლობის დარგი, არის ქვეყნისთვის ფლაგმანი, მოვეშვათ იმას, რომ შენ იმისისტი ხარ ან ამისისტი... დღეს უნდა გადავარჩინოთ დარგი, ამიტომ ალბათ, ეკონომიკის სამინისტრომ რაღაც შეხვედრები უნდა მოაწყოს ჩვენთან და გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რომ დარტყმა, რომელსაც ველოდებით, შერბილებული იყოს.

კრიზისი რომ ხდება, ამას ყველა ვგრძნობთ და ხომ შეიძლება 2-3 თვით ადრე მოხდეს მომზადება?! ყველაფერი კარგად იქნება, ამის თქმა არ არის საკმარისი. მე ამ შემთხვევაში არ განვიხილავ მარტო სარესტორნო ბიზნესს. ჩვენ ვართ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი. ფაქტობრივად, ჩვენ თუ პრობლემა გვაქვს, ე.ი. პრობლემა აქვს მთლიანად სასოფლო-სამეურნეო დარგს. ამის გარდა, ტრანსპორტია ჩვენზე მობმული და ა.შ. ზოგადად, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი არის კლასტერი, რომელზეც ირიბად კიდევ რამდენიმე სხვა დარგია მობმული.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი და მუშაობაა საჭირო. მომზადებული უნდა იყოს სცენარი მოვლენათა სხვადასხვა სავარაუდო სცენარისთვის. ეს არის წინასწარ გასაკეთებელი. დღეის მდგომარეობით, ყველა ვართ ჯარისკაცები, ვინც ეს ქვეყანა A-დან B პუნქტამდე უნდა მივიყვანოთ, რომ არ ჩამოვინგრეთ არა როგორც დარგი, არამედ ქვეყანა,“- განაცხადა გაბრიჩიძემ.

თაია არდოტელი