ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ პროგნოზებს გადააჭარბა

ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ მეორე კვარტალში ყველა პროგნოზს გადააჭარბა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 7% შეადგინა.

"ბლუმბერგის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ეკონომისტები ჩინეთში მეორე კვარტალში 6,8%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ივნისში სამრეწველო წარმოება 6,8%-ით გაიზარდა.

ბიუროს ცნობით, ჩინეთის ეკონომიკამ პირველ კვარტალშიც 7%-იანი ზრდა აჩვენა, თუმცა ეს მაინც დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის კრიზისის შემდეგ, როცა ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 6,5%-მდე შენელდა.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, 2015 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ძირითად ფონდებში ინვესტიციები 11,4%-ით გაიზარდა, საცალო გაყიდვები კი 10,6%-ით.