ძველი სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც რეგისტრაციიდან ჩამოიწერა - ყველაზე ასაკოვანი 70 წლამდეა

2024 წელს სიძველისა, თუ საზღვარგარეთ გაყვანის მიზნით რეგისტრაციიდან ჯამში 7 200-ზე მეტი ავტომობილი ჩამოიწერა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2000-მდე ავტომობილი 25 წლის და მეტი წლოვანების არის. რაც შეეხება ყველაზე ძველ ავტომობილს, ბევრი მათგანის წლოვანება საერთოდ გაურკვეველია, რაც ცნობილია მათ შორის კი, 1957 წლით თარიღდება.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ყველაზე ძველი ავტომობილების ათეულს, რომელიც რეგისტრაციიდან გასულ წელს ჩამოიწერა:

jawa-1738913347.jpeg

  • JAWA 550 (1957 წელი)

gaz-m-21-volga-3rd-series-1738913374.jpg

  • GAZ 21 (1960 წელი)

zili-1738913400.jpg

  • ZIL 130 (1970 წელი)

vaz-2101-1738913421.jpg

  • VAZ 2101 (1971 წელი)

1971-volkswagen-type-3-squareback-1738913723.jpg

  • mod. ALK 160-3 (1971 წელი)

1972-1738913851.jpg

  • mod. PACTON (1972 წელი )

moskvich-412-1972-celi-1738913453.jpg

  • MOSKVICH 412 (1972 წელი)

gaz-53-1972-celi-1738913499.jpg

  • GAZ 53 (1972 წელი)

vaz-21011-1974-celi-1738913547.jpg

  • VAZ 21011 (1974 წელი)

uaz-469-1974-celi-1738913611.jpg

  • UAZ 469 (1974 წელი)

ცნობისთვის, მომსახურების სააგენტოს ბოლო სტატისტიკით, საქართველოში 1 879 196 ავტომობილია რეგისტრირებული. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს ტოპ-3 მარკის ავტომობილი იყო: MERCEDES-BENZ-ი, TOYOTA და FORD-ი.

უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში რეგისტრირებული იყო MERCEDES-BENZ-ის 221 106 ავტომობილი, TOYOTA-ს 197 651 და FORD-ის 175 398 ერთეული.

ნინი ქეთელაური