აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი გააუქმეს

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ექვსსაათიანი შეზღუდვა მოიხსნება - ამის შესახებ აფხაზური მედია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

"დღეიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა. რესპუბლიკის ენერგოსისტემა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმება მიღწეული იქნა მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრა გუნბას, რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკსა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ევგენი გრაბჩაკს შორის შეხვედრაზე.