თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ფული აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" რეისით სტამბოლი-თბილისი, ჩამოფრინდა იორდანიის მოქალაქე ს. გ. მ. ალ ქ., რომლის ხელბარგში, დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ფული - 70 000 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.