2024 წელს ამერიკაში ყველაზე გაყიდვად ავტომობილად Ford F-Series დასახელდა. Motor1-ის განახლებული რეიტინგის მიხედვით, გასულ წელს Ford F-Series-ს 765 649 მოდელი გაიყიდა.
აშშ-ში ყველაზე გაყიდვა ავტომობილებს შორის მეორე ადგილი Chevrolet Silverado-მ დაიკავა. საანგარიშო პერიოდში 542 517 Chevrolet Silverado გაიყიდა. მას რეიტინგში 475 193 ერთეული ავტომობილით მოსდევს Toyota RAV4.
Honda CR-V-ი 402 791 გაყიდული ავტომობილით რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. ხუთეულს კი ხურავს Ram Pickup, რომელიც ჯამში გასულ წელს 373 120 ერთეული გაიყიდა.