ილია დარჩიაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი მინისტრის პირველ მოადგილედ პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 14 ივლისის #288 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ილია დარჩიაშვილი 2015 წლის მარტიდან 2015 წლის 14 ივლისამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მანამდე კი MDF-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.

ილია დარჩიაშვილი 1981 წლის 21 თებერვალს დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. (ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით). 2004 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2008-2010 წლებში სწავლობდა კავკასიის ბიზნეს სკოლაში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2011 წელს ილია დარჩიაშვილმა დაამთავრა საფრანგეთის, კერძოდ გრენობლის მენეჯმენტის სკოლა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება.