გიორგი ქადაგიძე: როგორც კი დაგვიძახებენ, მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ

ჩვენ ვცემთ პატივს კანონს, კონსტიტუციას და მზად ვართ, ნებისმიერ დროს, როგორც კი დაგვიძახებენ, პარლამენტში მივიდეთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

კითხვაზე, რას უკავშირებს იმას, რომ ამდენი ხანი პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში ვერ მოისმინეს, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ "ეს კითხვა, ალბათ, არის უფრო პარლამენტის წევრებთან".  "ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს გამოვცხადდეთ პარალამენტში. მიუხედავად იმისა, რომ სამმა კომიტეტმა ჩვენს ანგარიშს უარყოფითი დასკვნა მისცა და ვფიქრობ, რომ სრულიად არაობიექტურად. ჩვენ ვცემთ პატივს კანონს, კონსტიტუციას და ნებისმიერ დროს, როგორც კი დაგვიძახებენ, მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ და ვისაუბროთ ყველა საკითხზე, რომელიც არის აქტუალური ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ქადაგიძემ.