Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები დაასახელა - რომელი ქვეყნები მოხვდნენ რეიტინგში

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების რეიტინგი განაახლა. აღნიშნული რეიტინგი დგინდება სახელმწიფოს პოლიტიკური გავლენის, ეკონომიკური რესურსების, ალიანსებისა და სამხედრო ძალის გათვალისწინებით.

მონაცემებს მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის მშპ 30.34 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამერიკას რეიტინგში მოსდევს ჩინეთი (მშპ 19.53 ტრილიონი დოლარი) და რუსეთი (2.2 ტრილიონი დოლარი).

აღსანიშნავია ისიც, რომ ძლიერი სახელმწიფოების ხუთეულის სიას გაერთიანებული სამეფო (3.73 ტრილიონი დოლარი) და გერმანია (მშპ 4.92 ტრილიონი დოლარი) ხურავენ.

რაც შეეხება ძლიერი სახელმწიფოების ათეულს, დარჩენილი 5 ადგილი შემდეგმა ქვეყნებმა გაინაწილა:

  • სამხრეთ კორეა (მშპ 1.95 ტრილიონი დოლარი);
  • საფრანგეთი (მშპ 3.28 ტრილიონი დოლარი);
  • იაპონია (მშპ 4.39 ტრილიონი დოლარი);
  • საუდის არაბეთი (მშპ 1.14 ტრილიონი დოლარი);
  • ისრაელი (მშპ 550 მილიარდი დოლარი).
მერი ტაბატაძე