ექსპერიმენტი პირდაპირ ეთერში -  მომხმარებლის ზარს სუპერმარკეტების ცხელ ხაზზე მხოლოდ "ნიკორაში" უპასუხეს

რამდენად სწრაფად და ეფექტურად რეაგირებენ ქართული კომპანიები მომხმარებლის ზარებზე, შეკითხვებსა და მოთხოვნებზე? - ამის შესახებ „პალიტრა TV”-ს გადაცემა „საქმეში“ ისაუბრეს.  გადაცემის პირდაპირ ეთერში ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის შედეგებიც მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძესთან ერთად განიხილეს.

კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად რეაგირებენ ქართული კომპანიები მომხმარებელთა ზარებზე, პრეტენზიებსა და მოთხოვნებზე. "ცხელი ხაზის" ექსპერიმენტმა მომსახურების რამდენიმე სფერო მოიცვა: კომუნალური მომსახურების სფერო, საწვავის რეალიზატორი კომპანიები, სურსათის რეალიზატორი კომპანიები და სუპერმარკეტები; ასევე, ტექნიკის რეალიზატორი კომპანიები.

აღსანიშნავია, რომ ოთხი სუპერმარკეტიდან: "გუდვილი", "სმარტი", "კარფური" და "ნიკორა", სატელეფონო ზარს მხოლოდ "ნიკორაში" უპასუხეს.