„გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2025 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 290 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1.4%-იანი ზრდა იქნება. კერძოდ, 2024 წლის იანვარში, ტურიზმის შემოსავლები 286 მლნ დოლარს შეადგენდა.
ამასთანავე, კვლევითი ორგანიზაციის კვირის მიმოხილვის თანახმად, ტურიზმის შემოსავლები 2025 წლისთვის 4.5 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.
„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 1.4%-ით გაიზარდა და 290 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს”, - აღნიშნულია კვლევაში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, რაც წლიურად 7.3%-იანი ზრდაა.