ყველაზე მეტი ჯარიმა "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს" დაეკისრა

კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის შედეგად, ყველაზე მეტი ჯარიმა "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს" - 14 381 385 ლარი დაეკისრა, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ განაცხადა.

კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 2008-2014 წლებში, საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურნეციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. შედეგად, კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევ ეკონომიკურ აგენტებს დააკისრა ჯარიმა დაახლოებით, 55 მილიონი ლარის ოდენობით.

უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ ჯარიმა შემდეგი ოდენობით - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" 14 381 385 ლარი, "სან პეტროლიუმ ჯორჯია" 11 267 384 ლარი, "რომპეტროლ საქართველო" 10 845 806 ლარი, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" 10 426 393 ლარი, "ლუკოილ-ჯორჯია" 4 740 260, "ლუკოილი" 1 209 890 ლარი, ასევე 200-200 ლარით დაჯარიმდნენ - შპს "აარონი", "პარტნიორი ბათუმი", "ტრანს სერვისი", "ენ სერვისი", "დიდუბე 2009", ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს "MG", "აჭარა პარტნიორი", "პარტნიორი 2010", "პარტნიორი", "ჯი პლიუსი", შპს "T4", "რომ კომპანი" , შპს "გიგო", "ნორექსი", "სტ ოილი", "საბ პერტოლი", "ლ&მ", "ქსილისი", "იბერკომპანი პეტროლიუმი", "ჯეო სერვისი", "ბრენდ ოილი".