საქართველოს მთავრობა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს

ეკონომიკის სამინისტროს უფლება მიეცა თავისუფალი ვაჭრობის ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესახებ კვლევა გამარტივებული წესით შეისყიდოს, რათა ეს პროცესი შეუფერხებლად განხორციელდეს.

როგორც bpn-ს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა, ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ეს ბაზარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტისთვის, როგორიც ღვინოა.

„ჩინეთში ნელ-ნელა ღვინის მოხმარება პოპულარული ხდება, თუმცა, საბაჟო მოსაკრებელი საკმაოდ მაღალია. თუ შეღავათიან საბაჟო რეჟიმს მივიღებთ, ქართულ ღვინოს შესაძლებლობა მიეცემა უკვე ცნობილ ჩილესა თუ სხვა საშუალო-სეგმენტიან ღვინოებს კონკურენცია გაუწიოს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ბელა ნოზაძე