"გორგიაში" ხანძარი ლიკვიდირებულია

ჰიპერმარკეტ "გორგიაში" ხანძარი ლიკვიდირებულია. კომპანიის ინფორმაციით,  ხანძარი ჰიპერმარკეტში მეორე სართულზე გაჩნდა. იყო დიდი გაკვამლიანება. ადგილზე იმყოფებოდა სამი სახანძრო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. სავარაუდოდ, იგი ელექტროსადენებს გაუჩნდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული წყალი პირველ სართულზე ჩავიდა და ავეჯის განყოფილებებს აზიანებდა, რის გამოც რამდენიმე თანამშრომელი შევიდა და მათ გაკვამლიანების შედეგად ჟანგბადის მიწოდება დასჭირდათ.