საქართველოს მასშტაბით წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით 8 საგზაო პროექტი ხორციელდება. ჯამში აღნიშნული გზების მშენებლობაში დონორი ორგანიზაციები 2 711 233 600 ლარს ხარჯავენ.
საგზაო პროექტები ქვეყანაში ხორციელდება შემდეგი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ: მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის ინვესტიციის ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წელს ქვეყანაში დონორების ფინანსური მხარდაჭერით შემდეგი გზების მშენებლობა ხორციელდება:
- E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ7+700-კმ14+060 მონაკვეთის მშენებლობა ლოტი 2 – 264 992 500 ლარი (WB);
- E-60 მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა - 329 882 800 ლარი (WB/EIB);
- სამტრედია გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30+000 - კმ42+000 (ლოტი III) მონაკვეთის მშენებლობა - 324 600 300 ლარი (EIB);
- E-70 გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა კმ00+000 - კმl4+000 (შენიშვნა: 11 კმ-ზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და გახსნილია მოძრაობა, დარჩენილია 3 კმ გზის სამშენებლო სამუშაოები) – 228 721 600 ლარი (EIB);
- ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (9 კმ-იანი გვირაბი ლოტი 1) – 909 024 300 ლარი (ADB/EBRD);
- ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (მისასვლელი გზა ლოტი 2) – 316 370 800 ლარი (ADB);
- ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა - 60 865 600 ლარი (ADB);
- საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის კმ35+500-კმ52+540 მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობა - 276 775 700 ლარი (WB).
იხილეთ ასევე: 5 წელში დონორებმა 29 გზის მშენებლობა/რეაბილიტაცია დააფინანსეს - ღირებულება 3.44 მლრდ ლარს აჭარბებს