მსოფლიო ბაზარზე ევროს კურსი დაეცა

საბერძნეთის პარლამენტის მიერ ბრიუსელში, ევროზონის ლიდერებსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს შორის მიღწეული შეთანხმების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ევროს კურსი დაეცა.

„ბიბისის“ ცნობით, დღეს დილით ევროს კურსი მცირედით 0,15%-ით დაეცა და ერთი ევროს კურებულებამ 1,0932 დოლარი შეადგინა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დოლარის კურსის გამყარება ევროსთან მიმართებაში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის ჯანეტ იელინის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკული რეგულატორი უწინდებურად გეგმავს 2015 წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთის გაზრდას.

მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა ნავთობის ფასიც. დღევანდელი დღის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 0,88%-ით გაიზარდა და ბარელზე 57,55 დოლარი შეადგინა. ნიუ იორკის ნედლი ნავთობის WTI-ის ფასმა კი 0,97%-ით მოიმატა და ბარელზე 51,91 დოლარი შეადგინა.