აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, იაპონია... - მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები 2025 წლის მონაცემებით

როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ უნივერსიტეტის რეპუტაციაზე, როდესაც ის ხშირად ემყარება სუბიექტურ შეფასებებს? უამრავი უნივერსიტეტი გვთავაზობს პრივილეგირებულ მონაცემებს - განსაკუთრებულ ისტორიას, აკადემიურ მემკვიდრეობას, კვლევის კულტურას, გარე ინტერაქციას, სასიამოვნო კამპუსს. ასევე ბიბლიოთეკას, მომგებიან ფინანსურ ხარჯებს და ა.შ.

თუმცა, დღეს მსოფლიოში აბიტურიენტები უნივერსიტეტების არჩევისას ითვალისწინებენ Times Higher Education World Reputation Rankings - უმაღლესი განათლების მსოფლიო რეპუტაციის რეიტინგს.

ის გვთავაზობს სასარგებლო ინფორმაციას იმ ინსტიტუტების შესახებ, რომლებსაც აკადემიკოსები გამორჩეულად თვლიან.

უახლესი კვლევის შედეგები კი ასეთია:

ჰარვარდის უნივერსიტეტი ზედიზედ მე-14 წელია ლიდერობს რეპუტაციის რეიტინგში, რასაც მოსდევს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) და ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომლებიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ლიდერობენ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში.

10 ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, „მსოფლიო რეპუტაციის რეიტინგში“ 2025 წლის მონაცემებით:

  • 1. აშშ - ჰარვარდის უნივერსიტეტი
  • 2. აშშ - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT)
  • 3. დიდი ბრიტანეთი - ოქსფორდის უნივერსიტეტი
  • 4. აშშ - სტენფორდის უნივერსიტეტი
  • 5. დიდი ბრიტანეთი - კემბრიჯის უნივერსიტეტი
  • 6. აშშ - კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი
  • 7. აშშ - პრინსტონის უნივერსიტეტი
  • 8. ჩინეთი - ცინგხუას უნივერსიტეტი
  • 9. აშშ - იელის უნივერსიტეტი
  • 10. იაპონია - ტოკიოს უნივერსიტეტი

გარდა მთავარი ათეულისა, საუკეთესო რეიტინგის მქონე უნივერსიტეტების სიაში მოხვდნენ: პეკინის უნივერსიტეტი, შვეიცარიის - ციურიხის საჯარო უნივერსიტეტი, ლონდონის - საიმპერატორო კოლეჯი, სინგაპურის - ნაციონალური უნივერსიტეტი, ტორონტოს უნივერსიტეტი, იაპონიის - კიოტოს უნივერსიტეტი და აშშ-ის კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტი (კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; ლოს-ანჯელესი - კალიფორნიის უნივერსიტეტი; ჩიკაგოს, კოლუმბიის, მიჩიგანის, კორნელის, პენსილვანიის და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტები).

წყარო: timeshighereducation.com

თეონა რამაზაშვილი