ბოლო ორი თვეა საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი მცირდება, ყაზახურის კი იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში საქართველომ რუსეთში 6.116 მლნ დოლარის ღირებულების (25 474 ტონა) ხორბალი იყიდა, მიმდინარე წლის იანვარში კი 4.698 მლნ დოლარის (19 451 ტონა).
ამ დროს კი 367 ათასი დოლარიდან ( 1 610 ტონა) 590.2 ათას დოლარამდე ( 2 590 ტონა) გაიზარდა დეკემბერთან შედარებით იანვარში ყაზახური ხორბლის იმპორტი.
იმპორტის ამ მონაცემებიდან გამომდინარე გამოდის, რომ საქართველოს ყაზახური ხორბალი უფრო იაფი უჯდება, ვიდრე რუსული. უფრო კონკრეტულად, დეკემბერსა და იანვარში ყაზახეთიდან ერთი ტონა ხორბლის იმპორტი 228 დოლარი დაჯდა, რუსეთიდან კი 241 დოლარი (გადასახადების გარეშე).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი არ განხორციელებულა, რუსეთში კი 7.780 მლნ დოლარის ღირებულების 31 226 ტონა პროდუქტი ვიყიდეთ.