2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე, პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე, პარლამენტმა სავარაუდოდ დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე უნდა იმსჯელოს.

როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია პარლამენტმა გადაწყვეტილება სესიაზე მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებითი სხდომის ჩატარება გახდება აუცილებელი.

,,ჩვენ გვაქვს საკითხი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ეს არის პროექტი, რომლიც მთავრობამ გამოაგზავნა მას შემდეგ, რაც ჩვენ მთავრობას გადავუგზავნეთ კომიტეტებში განხილული ვარიანტი. გვაქვს ხუთი დღე ამ საკითხის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად და ეს საკითხი გვაქვს დღის წესრიგშიც. ვეჭვობ, რომ დღეს შევძლოთ მისი განხილვა, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული როგორ ვიმუშავებთ. ხვალ დღის ბოლომდე ამ საკითხზე გადაწყვეტიილების მიღება იქნება უკიდურესად აუცილებელი. სხვა შემთხვევაში, მოგვიწევს დამატებით სხდომის ჩატარებაზე ფიქრი", - განაცხადა გუშინ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.