ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.
კერძოდ, Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 3.09%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 53.30 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.29 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.
ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.27 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 41.10 გირვანქა სტერლინგია, რაც 1.73%-იან ზრდაზე მიუთითებს.
რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 6.54%-ით დაეცა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 13.36 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 482 მლნ სტერლინგს აჭარბებდა.