"პანორამა თბილისის" მმართველი გუნდი პროექტის განხორციელებაზე მუშაობს

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით "პანორამა თბილისის" მმართველი გუნდი მუშაობს პროექტის განხორციელებაზე. ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა მდგომარეობაა "პანორამა თბილისთან" დაკავშირერებით.  როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, თავისუფლების მოედანზე გარკვეული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.  "რაც შეეხება სოლოლაკის ნაწილს, იქ გარკვეული სანებართვო სამუშაოები კიდევ არის დარჩენილი", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

კითხვაზე, აქვთ თუ არა მერიისგან ნებართვა, როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, მერიისგან ქვედა ნაწილში არის ნებართვა, ზედა ნაწილში - ჯერ არა.