ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული სახლები, რომლებიც გასაყიდადაა გამოტანილი (+ფოტო)

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელი სახლები იშვიათად იყიდება. როგორც წესი მათ ან სახელმწიფოები ფლობენ, ან მილიარდერების საკუთრებაა.

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მსოფლიოს უძვირფასესი უძრავი ქონება ამ ეტაპზე გასაყიდად არის გამოტანილი. წარმოგიდგენთ მათ მახასიათებლებსა და ღირებულებას.

11-1740258308.jpg

Château de Merlinge, ჟენევა, შვეიცარია: 63 მილიონი დოლარი

შვეიცარია ცნობილია უძრავი ქონების მაღალი ფასებით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს ევროპული ქვეყანა არის მსოფლიოში ყველაზე ექსკლუზიური ქონების მქონე ადგილი.

Château de Merlinge, JamesEdition-ში 2024 წლის დეკემბრის შემდეგ არის გამოქვეყნებული და ის 63 მილიონ დოლარად იყიდება.

გამორჩეული სასახლე ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარე ისტორიული მამულია, რომელიც ოდესღაც იტალიელი დედოფლის საცხოვრებელი იყო.

შუა საუკუნეებში ეს მიწა დაიწყო, როგორც ექვსი სასოფლო-სამეურნეო ნაგებობის კომპლექსი. მე-16 საუკუნეში იგი გადაკეთდა თავშესაფრად და პროტესტანტული რეფორმაციის პერიოდის დევნილები ცხოვრობდნენ.

შატო დაარსდა 1625 წელს და საუკუნეების განმავლობაში სამეფო ოჯახის თავშესაფარი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სამკვიდრო განახლებულია, მისი ინტერიერი ძველ სტლს ასახავს. დიდებულ ოთახებს აქვთ მარმარილოს იატაკი, ფრესკები და ანტიკვარული ავეჯი.

მთავარ სახლს აქვს 1486 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართი, მათ შორის რვა საძინებელი და რვა აბაზანა.

სასახლეს აქვს ფრანგული სტილის ბაღები, პავილიონები, ორანჟერეა, საცურაო აუზი და დიდი ტერასა.

22-1740258330.jpg

ვილა ვერსალი, შვეიცარია: 66 მილიონი დოლარი

ეს შთამბეჭდავი სასახლე “ვილა ვერსალი“, შვეიცარიის ტიჩინოს კანტონში მდებარეობს.

უძრავი ქონების ჩამონათვალში აღწერილია, როგორც "ყველაზე ექსკლუზიური" საცხოვრებელი ტბის თვალწარმტაცი ხედებით.

1,516 კვ.მ ქონებას აქვს ექვსი საძინებელი და 11 აბაზანა, ასევე ლამაზად მოვლილი ბაღები, ეზოები და ტერასები.

შენობას აქვს კლასიკური ექსტერიერი თეთრი სვეტების ორი იარუსით, დიდი ფანჯრებით და როტონდით.

სამკვიდრო შიგნიდან უფრო მოგაგონებთ ფრანგულ შატოს, უზარმაზარი გრანდიოზული კიბეებით, მარმარილოს იატაკით და ბროლის ჭაღებით.

33-1740258344.jpg

საცხენოსნო ქონება, პერლ-ბორგი, გერმანია: 67 მილიონი დოლარი

ეს უჩვეულო ქონება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია.

დაწესებულება 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. დღეს ის მდიდრული რეზიდენციაა.

30 ჰექტარ მამულში არის ადგილი 38 ცხენისთვის.

ორსართულიანი სახლი მოიცავს 80-ადგილიან რესტორანს, ორ სამზარეულოს, რამდენიმე VIP ოთახს, ორ ბუხარს და ოთხ ტერასას.

კომპლექსში შედის ბაროკოს მთავარი სახლი, მენეჯერის სახლი და ხუთი დამატებითი სასტუმრო კოტეჯი, რომელიც 14 საძინებელს მოიცავს.

44-1740258370.jpg

Rural estate, მაიორკა, ესპანეთი: 78 მილიონი აშშ დოლარი

ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე, 1,3 ჰექტარზე მდებარე ეს ვილა მოიცავს მდიდრულ კერძო სოფელს.

სოფელს აქვს მოედანი სპორტული კორტისთვის, საცურაო აუზი, მრავალრიცხოვანი სასტუმრო სახლები და ტროპიკული ბაღები.

უნიკალური ქონება გასაყიდად JamesEdition-მა გამოიტანა.

საერთო ჯამში, ქონებას აქვს 29 აბაზანაა. შიდა სივრცეები დახვეწილი და მდიდრულია. ასაშენებლად გამოიყენებულია ბუნებრივი მასალები.

55-1740258382.jpg

არქიტექტურული სასახლე, ბერლინი, გერმანია: 83 მილიონი დოლარი

ეს თამამი სასახლე ხელოვნების ნიმუშს ჰგავს.

ქონება მდებარეობს შვანენვერდერზე, ულამაზეს კუნძულზე ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, ვილა Christie's International Real Estate-ში 80 მილიონ ევროდ იყიდება. სასახლე ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ფუტურისტული სახლია.

შენობა შედგება რამდენიმე თეთრი ბლოკისგან. საცხოვრებელ კომპლექსს გარს უღრანი ტყე აკრავს.

ქონების მთლიანი საცხოვრებელი ფართი არის 1,490 კვ.მ. ორ შენობაში განაწილებულია ცხრა საძინებელი და რვა აბაზანა.

Schwanenwerder არის იზოლირებული სოფლის ოაზისი, რომელიც დიდი ხანია არის მდიდარი ბერლინელების საყვარელი ადგილი.

წყარო: loveproperty.com

თეონა რამაზაშვილი