მატარებლების ახალი რეისები, რომლებიც დიდთოვლობის გამო გაუქმდა

„საქართველოს რკინიგზა“ უამინდობის და დიდთოვლობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს.

რკინიგზის ინფორმაციით, უქმდება რეისები:

  • 26 თებერვალი - № 802 თბილისი - ბათუმი;
  • 26 თებერვალი - №803 ბათუმი - თბილისი;
  • 26 თებერვალი - №870 თბილისი-ზუგდიდი;
  • 26 თებერვალი - №873 ფოთი-თბილისი.

„მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.